აქ ყველაფერი დიდი იდეით და მოტივაციით დაიწყო, რომელიც 1 თვეში განხორციელდა. ყველა ტექსტში დევს დიდი აზრი და ამას, მხოლოდ მორგება და გამოხატვა სჭირდება!
ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რეაქცია უნდა
გამოხატო. წარმოიდგინე სიტყვა, რომელიც არ გითქვამს;
ხმა, რომელიც არ გაგიჟღერებია; ამბავი, რომელიც არ
მოგიყოლია; გრძნობა, რომელიც არ გაგიმჟღავნებია;
გმირობა, რომელიც არ ჩაგიდენია... იცი, რომ შეგიძლია
შეცვალო ადამიანის მთლიანი დღე და მომავალი უბრალო
სიტყვებით: მიყვარხარ! მაპატიე!.. შენ გვერდით ვარ!
წინ იარე! გაუძელი! გამოგივა!
და უბრალო ქმედებით:
აღტაცებით მიესალმო თუნდაც უცხო ადამიანს. ჩაეხუტო.
დაუთმო. კარი გაუღო. მოულოდნელად დაურეკო მშობლებს,
მეგობრებს. უბრალო მომსახურებისთვისაც მადლობა გადაიხადო
იყავი ის ერთი, რომელსაც სჯერა სხვისი უკეთესობის, სწამს
შეცვლის, მოლოდინი აქვს წარმატების და არ ნებდება არასოდეს.
ჩაერთე კამპანიაში და შენც #გამოხატე.